| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კრეატიული ინდუსტრიებში მეკობრეობის პრევენციაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, პრობლემა მხოლოდ ქვეყნის პრობლემა არ არის. დისკუსიები საქპატენტს და USAID -ის კანონპროექტის მომზადებაში დაეხმარება. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ თავმჯდომარის, მინდია დავითაძის ინფორმაციით, მომსზადებულ კანონპროექტს, რომელიც საავტორო უფკლებების მაქსიმალურად დაცვას ითვალისწინებს, კერძო სექტორს წარუდგენს, რომლის ჩართულობა აღსრულების მექანიზმების შემუშავებაში გათვალისწინებულია.
პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მთავარმა ექსპერტმა გიორგი პაპავამ პოლიტიკის დოკუმენტის - „კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევები საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა. რომლის თაობაზეც დისკუსია გაიმართა.
გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დაგეგმილია პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო რედაქციის შემუშავება და ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss