ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბენზინგასამართი ₾20 000 -ით დაჯარიმდება
14 ივლისი, 2020, 18:21
ბენზინგასამართი ₾20 000 -ით დაჯარიმდება

თბილისი (GBC) - წვრილი მეწარმეების მსხვილი ჯარიმებით სანქცირება პარლამენტის წევრებისთვის მიუღებელია. შემოდის ₾20 000 სანქცია საწვავის რეალიზაცია/იმპორტი/წარმოებაში.

ჯარიმები საწვავის ხარისხის მართვისთვის ადმინტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებით იზრდება, განმეორების შემთხვევაზე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისგება შემოდის.

ცვლილების პარლამენტში წარდგენისას, დეპუტატებს კითხვებზე ნინო წილოსანმა უპასუხა,.რომ ეკოლოგიური სიტუაცია გამოსასწორებელია და ფუნდამენტური -სუფთა ჰაერის სუნთქვით უფლება იზღუდება.

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ცვლილება არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ბაზრიდან განდევნას ითვალისწინებს, ბრენდირებულების გაფართოებისთვის (ბაზარზე 500 არაბრენდირებული კომპანიაა).

დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვაზე, ცვლილებების მომზადებისას კომპანიებთან კონსულტაცია გავლილია თუ არა, ნინო წილოსანმა უპასუხა რომ საკითხი, მიზნიდან გამომდინარე, კონსულტაციას არ საჭიროებს.

საწარმოო ჯაჭვის ყველა ეტაპის რეგულირების ნაცვლად, მხოლოდ მომწოდებლის ზედამხედველობის გამკაცრების შეთავაზებაზე ინიციატორს აზრი არ გამოუთქვამს. დაჩქარებული წესით მიღების საჭიროებაზე მოწინააღმდეგეებს პასუხი უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გასცა :"ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ერთი დღეც ვერ დაიცდის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს არის ლეგიტიმური, რეალურიც და პრაქტიკულიც".

ეკა ბესელიას ოცნების "ჯანმრთელობაზე ზრუნვამ" ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პერიოდის რეპრესიული კანონების მიღება გაახსენა,"ნულოვანი ტოლერანტობით".




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები