| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ელექტროძრავიანი მექანიკური მანქანების დასამუხტ ტერიტორიაზე პარკირებული სხვა ავტომობილი დაჯარიმდება.
არასანქცირებადი შემთხვევების რეგულირებაში მოქცევას ითვალისწინებს, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება, რომელიც ტაქსის პარკირების ტერიტორიაზე პარკირებული სხვა მსუბუქი ავტომობილის სანქცირებას ითვალისწინებს. ასევე ქუჩაში მიტოვებული ავტომობილი მფლობელის დაჯარიმებას და სხვა შემთხვევებზე პასუხისგებას, რომელიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არსებულ კოდექსში გამორჩენილია.
პარლამენტის სამშაბათის სხდომაზე, ცვლილებების I მოსმენით წარდგენისას მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ხარვეზების გასწორება ეკოლოგიური მოტივით არის განპირობებული.
ცვლილება პარკირებით შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს.
ქვარაიამ წარმოადგინა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებაც, რომელიც თბილისში ტაქსის ნებართვის გაცემის უფლებას რთავს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფუძნებულ იურიდიულ პირს, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss