| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტი არღვევს კოსტიტუციას. შევდივართ კონტიტუციის დარღვევის შემდგომ ფაზაში", - ირმა ინაშვილმა სიღატაკის და საარჩევნოდ მასობრივი მოსყიდვის საფრთხეებზე განაცხადა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვაზე, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოუცხადებლად, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება, წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.
ინაშვილს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქტაჟით მოქმედება, მისი დისკრედიტებული მდგომარეობის გათვალისწინებით, (ბევრი პასუხგაუცემელი კითხვის გამო) არაგონივრულად ეჩვენება.
დეპუტატმა პანდემიის ძალაუფლების უზურპაციისთვის გამოყენების საფრთხეებზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების არგუმენტირებულ დასკვნებზე მიანიშნა. მოიხმო 500-ზე მეტი მეცნიერის, მათ შორის ნობელიანტების საჯარო წერილიც..
"გამოიჩინეთ ადექვატურობა მორიგჯერ ნუ შევაშინებთ და ისტერიკის რეჟიმში ნუ ვაცხოვრებთ საზოგადოებას. გავიარეთ უკვე, ყოველდღიურად კობოების ჩვენება",- ინაშვილმა სიღარიბის დაძლევის პრიორიტეტულობაზე აღნიშნა და მთავრობისგან ქნედითი ნაბიჯების საჭიროებაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss