| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო მწვანე კუნძულია - კობახიძე. "ჯამი ჭურჭელია მზე ვარსკვლავია", - ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კანონში ცვლილებებზე, სპიკერთან კითხვის დასმის აზრი ვეღარ დაინახა, რაც კოლეგა დეპუტატების კითხვებზე ხუნდაძის პასუხები მოისმინა.
დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტში, ცვლილებების რიგგარეშე სასესიო განხილვაზე covid-ის მართვის საუკეთესო შედეგებზე განაცხადა და პანდემიის შემდგომი მართვისთვის მთავრობის მანდატის 15 ივლისიდან იანვრამდე გახანგრძლივების საჭიროება გლობალური გამოწვევებით ახსნა.
ხათუნა გოგორიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მთავრობის უვადო უფლებამოსილების 15 ივლისამდე შემოსაზღვრაც, თავის დროზე მხოლოდ გასაჩივრების თავიდან აცილების მიზანს ემსახურებოდა.
დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს საბანკო ვალების მართვაზე ვერ უპასუხა, იმ მოტივით, რომ საკითხი განყენებულია და პანდემიის ოპტიმალური მართვისთვის წარმოდგენილ ცვლილებებთან განხილვა, არამართებული.
უვადოდ ხომ არ გავაუქმოთ პარლამენტი?! საერთოდ პარლამენტს ხომ არ ჩამოვართვათ უფლება, აკონტროლოს მთავრობა ?! და საპარლამენტო ქვეყანაც, ეტყობა, არ მოგწონთ, - ჰკითხა ეკა ბესელიამ ხუნდაძეს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.
http://www.parliament.ge/ge/media/pirdapiri-eteri-94/kamera-pirveli
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss