ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
10 ივლისი, 2020, 16:32
რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
თბილისი (GBC) - „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება არ იქნება სწორი და მართებული. ემოციები გვერდზე უნდა გავწიოთ და იქნებ ეს საკითხი განვიხილოთ. სპეციალურად დავპატიჟე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი რომ ისიც ჩაერთოს საკითხის განხილვაში.

როგორ შეიძლება ვერ ვიპოვოთ საერთო ენა და როგორ შეიძლება ერთ კონკრეტულ საქმეს გადავაყოლოთ ყველაფერი?“, - განაცხადა "სილქნეტის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ოპერატორები ეწინააღმდეგებიან. კანონპროექტოთ კომუნიკაციების კომისიას ეძლევა შესაძლებლობა კომპანიებს სპეც მმართველი დაუნიშნოს და მათი აქტივები აუქციონზე გაყიდოს.

კანონის მიზნობრიობამ დააბნია "სილქნეტის" იურიდიული დეპარტამენტის იურისტი, რომელიც საფრთხეს, მხოლოდ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ აქციების და წილების გასხვისებაში არ ხედავს. მისი შეფასებით, ცვლილებები ბიზნესუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში კომისიის ჩარევის უკიდეგანო უფლებების მიცემით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"დროებითი მართვის ინსტიტუტი, გადახდისუნარიანობის ხელშეწყობის და კრედიტორების ინტერესების დაცვის ნაცვლად (რა დანიშნულებაც აქვს აღნიშნულ ინსტიტუტს), რიგითი ადმინისტრაციული ორაგოს ინდივიდუალური სამართლებრივი დავების აღსრულების ორგანოდ არის შემოთავაზებული, იმ საფუძვლით, რომ თითქოს სხვა ბერკეტი არ არსებობს".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები