ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
EU-ს ₾2 მლნ გრანტის ბენეფიციარები ცნობილია
9 ივლისი, 2020, 15:10

თბილისი (GBC) - ევროკავშირის (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსზე შემოტანილ 35 განაცხადს 2 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცდა. კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების 40-75% თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
გრანტის მიმღებთა შორის არიან:
• ფერმერები, რომლებსაც წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-დამონტაჟება დაუფინანსდათ, COVID-19-ის საპასუხო პროგრამის ფარგლებში.
• 24 ბენეფიციარი $50,000-მდე დაფინანსებით, მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესაძენად.
• 4 მასშტაბური ინიციატივა, რომელთაგან თითოეულმა $150,000-მდე დაფინანსება მიიღო. პროექტებს შორის არის: რძის საწარმოს აღჭურვა, სილაჟის მწარმოებელი კომპანიის განვითარება, კარტოფილის მოსავლის შესანახი საწყობის მშენებლობა და ვეტერინალური მიმართულების ფაგების წარმოება. აღნიშნული პროექტები სასოფლო-სამეურნეო დარგებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანას ითვალისწინებს, რაც დადებითად აისახება სხვა მცირე და საშუალო ფერმერებზე.
საგრანტო კომიტეტმა გრანტების პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები წლის დასაწყისში უკვე დააკმაყოფილა 2.2 მილიონი ლარით. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის შემდეგი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად, ევროკავშირს ფერმერთა საგრანტო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.
FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი ფერმერებს, კოოპერატივებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კონკურსში ჩართვისკენ მოუწოდებს.
„ეს კონკურსი შესანიშნავი შანსია მწარმოებლებისთვის, რათა მათ საკუთარი საქმე გააფართოვონ. FAO-ENPARD-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. მათი ინიციატივების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარების დინამიკას გააუმჯობესებს“, - განაცხადა სანს ალვარესმა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss