| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
პირველია სამგორი-ვაზისუბნის, 30 მლნ ევროს ბიუჯეტით. თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდპმაზე განაცხადა, რომ თანხა უკვე გამოყოფილია.
სამგორი-ვაზისუბნის ხაზი ვაზისუბანს მეტროსადგურ „სამგორთან“ დააკავშირებს, სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ხაზი კი მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიას, ზღვისუბნის დასახლებასთან. ის თემქის ხევში გაივლის, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია..
კალაძემ პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირებისთვის, 2016 წლის "სისტრას" (საკონსულტაციო კომპანია) კვლევაზე აღნიშნა (მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით) კვლევაზე აღნიშნა, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა და 12-დან 2 გამოიყო.
სამგორი-ვაზისუბნის პროექტზე მერია ივლისში კონსულტანტ კომპანიას აიყვანს, მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2020-ის ბოლოს, 2021 დასაწყისში გამოცხადდებ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss