ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ ყოველთვის რომ იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.
მსგავსი სტატიები
აშშ-ი კაპიტალის ბაზრის მოსაწყობად კადრს აგზავნის
6 ივლისი, 2020, 20:32

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიღო, სებ-ის სათაო ოფისში.
ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე. სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ ყოველთვის რომ იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.
კობა გვენეტაძემ covid კრიზისის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება.
"მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური და სისტემური რეფორმების გატარების საქმეში. აღსანიშნავია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ - ის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელდა, რის შედეგადაც რადიკალურად შეიცვალა და გაუმჯობესდა ანგარიშსწორების, საგადახდო, ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მასშტაბის შესახებ და იმ გეგმაზე, რომლითაც საქართველო უმკლავდება ამ გამოწვევას. ვისაუბრეთ ფინანსურ სისტემაზე, ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც უკვე იღებს საქართველო, და ასევე პანდემიის გავლენაზე ფინანსურ სექტორზე, ფინანსურ განათლებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ცოტახანში გვეყოლება მრჩეველი ამერიკის ხაზინიდან, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გაგვიწევს დახმარებას, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ქალბატონ ელჩს და ვფიქრობთ, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ძალიან შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მართვის კუთხით. სებ-ის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას და უზრუნველყო ის სტაბილურობა, რომელიც ქვეყანას და მის ეკონომიკურ მართვას ასე სჭირდებოდა.
მოხარულნი ვართ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუნდს შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენელი შეუერთდება, კაპიტალის ბაზრის მართვასა და განვითარებაზე მუშაობისთვის; ეს არის სფერო, სადაც დამატებითი სამუშაოა განსახორციელებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ სხვა შესაძლებლობებზე კავშირების გაფართოების მიმართულებით", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss