ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
კომპანიის სიახლეები
<< უკან
მსგავსი სტატიები
საპენსიო თანხები m²-ის ბონდებშიც ჩაიდება
6 ივლისი, 2020, 16:10

თბილისი (GBC) - სებ-ი საპენსიო სააგენტოს მიმართ ცენტრალური დეპოზიტარის პრეტენზიის საპასუხოდ ლუქსემბურგის და ისლანდიის გამოცდილებას იხმობს, სადაც საპენსიო ფონდების 80%-ია თავმყრილი და სადაც ფონდის დეპოზიტარობა ცენტრალურ დეპოზიტარს არ აქვს შეთავსებული.
სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელმაც ფასიანი ქაღალდების შენახვის გარდა, განთავსებებს მონიტორინგიც უნდა გაუწიოს, საპენსიო სააგენტო 3 წლით, ტენდერით ირჩევს და მე-3 თვეა დასკვნით პროცედურას გადის. შერჩევის პროცესს სრულად უძღვება საინვესტიციო საბჭო და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი. ტენდერში 2 ადგილობრივი ( საქართველოს ბანკი; თიბისი ბანკი ) და 1 უცხოური კომპანია (სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი) მონაწილეობდა (ტენდერი 2020-ის 6 იანვარს გამოცხადდა და მაისში GBC-იმ BOGG-ის გამარჯვებაზე გაავრცელა ინფორმაცია).
სებ-ის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სალომე სხირტლაძის თქმით, განცხადების პრეროგატივა საპენსიო სააგენტოს ეკუთვნის და მისი ინფორმაციით საკითხი ფინალურ ეტაპზეა.
სხირტლაძე სპეცდეპოზიტარის (რომლის ძირითადი მოვალეობებია ფასიანი ქაღალდების შენახვა და საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა/მონიტორინგი), როლზე აღნიშნავს, თანხების უსაფრთხოდ ინვესტირების თვალსაზრისით.
აღნიშნა, რომ საინვესტიციო რისკებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკის ოფიცერი აფასებს (რისკის კონტროლის სამსახური). დეპოზიტარმა კი საინვესტიციო პორტფელი უნდა ამონიტორინგოს და სააგენტოს დავალებით ტრანზაქციების ანგარიშსწორება უზრუნველყოს.
სალომე სხირტლაძემ საპენსიო სააგენტოს რამდენიმეთვიანი საქმიანობის შეფასებისას აღნიშნა, რომ ინვესტირება ოპტიმალურია. როგორც იცით ამ დროისთვის ინსტრუმენტად კომერციული ბანკების დეპოზიტები გამოიყენება. საპენსიო თანხები, საინვესტიციო დოკუმენტში ფულადი ინტრუმენტების დამატებამდეც, ბანკებში იყო, მიმდინარე ანგარიშებზე.
სალომე სხირტლაძე იზიარებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას, რომ ამ ეტაპზე ლარში, ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირება ჯობდა. გოგა მელიქიძე აღნიშნავდა, რომ კანონით, სავალუტო ინტრუმენტებში ინვესტირება რომც დაშვებული ყოფილიყო, მაინც ლარში ინვესტირებას აირჩევდა. სალომე სხირტლაძემაც საერთაშორიო ბაზარზე დაბალ საბაზრო სარგებელზე გაამახვილა ყურადღება.
ამასთან აღნიშნა, სებ-ის მიერ საინვესტიციო დოკუმენტის ვიზირების შემდეგ ბაზის გაფართოებაზე. საპენსიო თანხები ადგილობრივ კორპორატიულ ბონდებში ჩაიდება, თუმცა სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგმინიჭებულში. ასეთია როგორც კერძო ( ემ კვადრატი, სილქნეტის...) ასევე სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდები.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერი, 2022, 11:16
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
28 სექტემბერი, 2022, 11:04
კონკურენციის სააგენტომ „ბრენდის მოპარვის“ ფაქტი დაადასტურა
27 სექტემბერი, 2022, 11:02
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss