ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უნგრელ ტურისტს Wizz Air ჩამოიყვანს, როცა მგზავრობა გამარტივდება
6 ივლისი, 2020, 12:13
უნგრელ ტურისტს Wizz Air ჩამოიყვანს, როცა მგზავრობა გამარტივდება
თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა.მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პიტერ სიიარტომ რეფორმების შეაფასა, აღნიშნა, საქართველოს ლიდერობაზე, როგორც აღმოსავლეთ-პარტნიორობის, ისე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე Covid-19-თან ბრძოლაში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოსა და უნგრული კომპანიების სურვილზე - საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. მათ, შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში უნგრული კომპანია - Wizz Air-ის წარმატებულ ოპერირებას.

ისაუბრეს ტურისტული კავშირების აღდგენაზე, საერთაშორისო მგზავრობის პირობების შემსუბუქების შემდეგ.

პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები