ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნესი დამნაშავის სტატუსს აპროტესტებს
6 ივლისი, 2020, 11:31
ბიზნესი დამნაშავის სტატუსს აპროტესტებს
თბილისი (GBC) - სამწუხაროა, რომ დღემდე გვესმის კონსპირაციული თეორიები და ვხედავთ საკითხის მიმართ იდეოლოგიზირებულ მიდგომას, სადაც ბიზნესი აპრიორი „დამნაშავედაა“ გამოცხადებული, რომელთან ანგარიშსწორების იარაღადაც მოიაზრება შრომის ინსპექცია მოქმედების შეუზღუდავი მანდატით სასამართლოს კონტროლის გარეშე', - შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოებაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ განმარტავს ბიზნესის პოზიციას.
"ჩვენი პოზიცია ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, სადაც, ქვეყნების უმრავლესობაში, შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალი შეზღუდულია და შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლთან ერთად, შრომის ინსპექცია ძირითადად აკონტროლებს ისეთი ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცულობას, როგორებიცაა მაგალითად არალეგალური დასაქმება, არასრულწლოვანთა შრომა, სამუშაო დროის ლიმიტები, ორსულთა შრომა, სამუშაო პირობები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე “, - ასოციაციას მიაჩნია, რომ .

"შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნებისათვის, საწარმოში შესვლა და შემოწმება მხოლოდ სათანადო საფუძვლით უნდა იყოს შესაძლებელი და სასამართლოს ნებართვით (წინასწარი შეტყობინების გარეშე) და არა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით", ასოციაციისთვის სრულიად გაუგებარია,

"რატომ აღმოჩნდა საკითხი ამგვარი წინააღმდეგობის საგანი მაშინ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლზე სასამართლო ზედამხედველობა საუკეთესო პრაქტიკა და საუკეთესო დამცავი მექანიზმია, როგორც ბიზნესისათვის, ასევე თვით შრომის ინსპექციისათვის, რომელთანაც, გვინდა ხასგასმით ავღნიშნოთ, რომ ჩვენ დღეს საუკეთესო თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს“, - წერს ასოციაცია თავის განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები