ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა
6 ივლისი, 2020, 11:12
მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის და  ხარება ჯგუფის კომპანიების პარტნიორობით ყვარლის რაიონში 225 ჰა ვენახი გაშენდა. $6 მლნ -იანი პროექტის ფარგლებში, სრულ შტატზე  უკვე 50-მდე დასაქმდაებულია სრულ შტატზე, ხოლო სეზონური სამუშაოებისთვის დამატებით საქმდება კიდევ 450 ადამიანი.

"მოხარული ვართ, რომ შპს მეღვინეობა ხარებასთან ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ზოგადად კომპანია უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული და  მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი ტრადიციული მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. გვჯერა რომ კომპანიის მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ მას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

"მეღვინეობა ხარება"- პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც 1115 ჰექტარზე გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში. მეღვინეობა ხარებას აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი. კომპანიის უმთავრესი მიზანია, აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან. არსებული ჯიშების მოშენების გარდა, მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთი დანიშნულებაა, დაამუშაოს უძველესი ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები