| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ (KTW) რაჭაში, გორსა და კახეთში ვენახები გააშენა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულისთვის დაახლოებით 880 ჰა ვენახის გაშენებას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მლნ დოლარია.
პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 3 000 ადამიანი და მე-2 ეტაპზე 2022 წლის ბოლომდე დამატებით 1 000 ჰა ვენახი გაშენდება.
„ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. გვიხარია, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან KTW ჯგუფთან ასეთი მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ 15–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტისა. გვჯერა, რომ ეს წამოწყება, ისევე როგორც KTW ჯგუფის ყველა პროექტი, წარმატებული იქნება და საკუთარ წვლილს შეიტანს ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში“- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss