ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი ღვინის მუზეუმში 7.4 მლნ ინვესტიციას დებს
2 ივლისი, 2020, 15:04
საქართველოს ბანკი ღვინის მუზეუმში 7.4 მლნ ინვესტიციას დებს
თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტს შპს სამეფო მარანი ახორციელებს. კომპანია გეგმავს კომპლექსის აშენებას, რაც მოიცავს 42 ნომრიან პრემიუმ სეგმენტის სასტუმროს, 500 კაციან რესტორანსა და ღვინის ქარხანას. კომპლექში შედის 3ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი.

პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 7.4 მლნ ლარია.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოს - 2022 წლის დასაწყისში იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანიას დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი, თუმცა კომპლექსის გახსნის შემდგომ ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით ძალიან საინტერესო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მიმზიდველია იმით, რომ ის სტუმრებს შესთავაზებს ღვინის მუზეუმს, სასტუმროს, რესტორანს. ტურისტები შეძლებენ მიირთვან კომპანიის ქარხანაში წარმოებული უგემრიელესი ღვინო. სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. ჩვენ გვჯერა, რომ კომპლექსი გახსნისთანავე მოიპოვებს პოპულარობას და პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართული და მდგრადი“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები