ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კლიმატურმა პირობებმა ხორბლის მოსავალი შეამცირა
2 ივლისი, 2020, 14:37
კლიმატურმა პირობებმა ხორბლის მოსავალი შეამცირა

თბილისი (GBC) - ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავლის აღება-დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს, წინა წელთან შედარებით, მოსავალი უფრო ნაკლებია.

ლევან დავითაშვილის თქმით, მოთხოვნა არის როგორც ქერზე, ისე ხორბალზე; ქერის ფასი 65 თეთრია, ხორბლის - 60 თეთრზე მეტი.

"ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდში, მოსავლის აღების პერიოდში იყო. წელს ფერმერებისთვის ეკონომიკურად საინტერესო წელია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახეთში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და როგორც სამინისტროში ამბობენ, შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს.

მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი.

კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია.

წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონა, ქერის კი 70-80 ათასი ტონაა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები