ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სუბსიდია აგრარულ სექტორს ზრდის ნაცვლად ამცირებს
30 ივნისი, 2020, 12:34
სუბსიდია აგრარულ  სექტორს ზრდის ნაცვლად ამცირებს
თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა, თუმცა სექტორი მაინც მცირდება, - საქსტატის მონაცემების ISET -ის შეფასებით, დაფინანსების ზრდის მოიხედავად, სექტორში დადებითი ძვრები ნაკლებია.

2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%).

ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე (7.9%) დაბალი იყო.

სექტორების გამოშვებას, რეალური გამოშვება წლიურად 4%-ით შემცირდა. თუმცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის წილი შინამეურნეობების მთლიან შემოსავლებში 2018 წლიდან არ შეცვლილა და 5.5%-ს შეადგენდა, რაც თვეში, საშუალოდ, 60.3 ლარს უდრის.

საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესების ფართობი 2019 წელს შემცირდა და 203.0 ათასი ჰა შეადგინა, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 207.1 ათასი ჰა იყო.

რაც შეეხება ბოსტნეულის წარმოებას ჯამში 13%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ცვლილება კომბოსტოს, პომიდვრისა და ნივრის წარმოებაში დაფიქსირდა. კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის წარმოება 58%-ით გაიზარდა, პომიდვრის კი – 21%-ით. ნივრის წარმოება, პირიქით, 58%-ით შემცირდა.

ხილის (მათ შორის, ყურძნისა და ციტრუსების) წარმოებაც 2%-ით შემცირდა. მართალია, ხილის მთლიანი წარმოება შემცირდა, თუმცა ყურძნისა 13%-ით გაიზარდა.

მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა თესლოვანი (ვაშლი, მსხალი) და კურკოვანი (ქლიავი, ბალი, ატამი) ხილისა და ციტრუსების წარმოებაში. თუმცა თხილის, სუბტროპიკული და კენკროვანი ხილის წარმოება გაიზარდა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მემცენარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

2019 წელს არ შეცვლილა ხორბლის (15%) და რძისა და რძის პროდუქტების (81%) თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. თუმცა 2018 წელთან შედარებით, სასოფლო-სამეურნეო პრუდუქტების უმეტესობის შემთხვევაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შემცირდა.
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ცხვრისა და თხის ხორცის წარმოებაში, სადაც თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 294%-დან 158%-მდე შემცირდა.

ერთადერთი პროდუქტი, რომლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2019 წელს გაიზარდა, არის ბოსტნეული. კოეფიციენტი 2018 წელს 59% იყო, 2019 წელს კი 62%-მდე გაიზარდა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები