ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხაზარაძე საკონტიტუციო ცვლილებებით გარღვევას ელის
29 ივნისი, 2020, 19:23
ხაზარაძე საკონტიტუციო ცვლილებებით გარღვევას ელის
თბილისი (GBC) - 117 ხმით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საზოგადოების გამარჯვებად აფასებს, რაც მისი თქმით რეალობას საფუძვლიანად შეცვლის

"ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, ისინი, ვინც შეთანხმება შეასრულა და ისინიც, ვინც შეთანხმება დაარღვია, მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დიდხანს ვიდავებთ ამ წარმატების ავტორობაზე - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან. ეს გამარჯვება ახალ თაობას, საქართველოს მომავალს ეკუთვნის - მაკოს, გიორგის, გურამს, ირაკლის, თამარს და ათასობით ახალგაზრდას, ახალ ძალას და ახალ თაობას, რომელიც გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე იცავდა და იცავს თავის ქვეყანას, სამშობლოს, მომავალს. ახლა, ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პოზიციაც და ოპოზიციაც, თუმცა ამ მიღწევას ვერავინ წაართმევს ახალ თაობას, რომელმაც საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი ბრძოლით მოგვიტანა ეს გამარჯვება,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები