ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დევნილთა ბინების შერჩევა დაიწყო
29 ივნისი, 2020, 12:41
 დევნილთა ბინების შერჩევა დაიწყო
თბილისი (GBC) - კოვიდ პანდემიის ფონზე სამშენებლო სექტორის დასახმარებლად სახელმწიფო ბინების შეძენას იწყებს. შესასყიდი ბინებზე 1 მ²-ის ჭერიც განსაზღვრა. თბილისში ფასი არაუმეტეს 1 700 ლარი (დღევანდელი კურსით $ 555)

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად გამოისყიდის მის მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელ ფართების არაუმეტეს 30%, მაგრამ შესაძლებელია კონკურში ნაკლები ფართის შეთავაზებაც.

ბინების შესყიდვის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასით. გამარჯვებულები გამოცხადდება რიგითობით, რამდენი მონაწილის მიერ გაყიდვის ოფციით სარგებლობის შემთხვევაშიც შესასყიდი ბინების საფასური დაიფარება საკონკურსო ბიუჯეტით.
საცხოვრებელი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას, კერძოდ, უნდა იყოს მზა მდგომარეობაში, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი რემონტი. განსაზღვრულია ის მასალაც, რაც უნდა იყოს გამოყენებული ამა თუ იმ ოთახში.

კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმეჯერ, თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 მილიონ ლარს.

დეველოპერებისგან ბინების შესყიდვა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით არის განსაზღვრული.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები