| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დღეიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაშია.
ბინათმშენებლობისა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„სახელმწიფო პროგრამას იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ის 2 კომპონენტს მოიცავს სუბსიდირებას და გარანტიას,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
მთავრობა 5 წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ს (70 მლნ -ია გათვალისწინებული) დაასუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკურ კრედიტზე, რომელიც წლის ბოლომდე გაფორმდება. სუბსიდირება შეეხება მხოლოდ 200 000 ლარამდე სესხს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
2019-20 წლებში მშენებარე ობიექტებში 25 000 იპოთეკური სესხია გაცემული, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.
თანაუზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი 14 მლნ-ია. სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას 20%-ის, ეს ნაწილი 5 წელზე და წლის ბოლომდე დამტკიცებულ სესხებზე გავრცელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss