| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მფლობელები საცურაო აუზების თვის ბოლოდან
გახსნას ვარაუდობენ. ფიტნეს კლუბებს სავარაუდოდ უფრო მეტ ხანს მოუწევთ მოცდა.
ფიტნეს დარბაზის,
ღია და დახურული აუზის წარმომადგენელებმა ბიზნესომბუდსმენსა და შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტის უფროსთან რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს. რეგულაციებზე მუშაობა
ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც არის აუცილებელი წინაპირობა აღნიშნული სექტორის გასახსნელად. მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss