ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ADB: სებ-მა შეამსუბუქა რეგულაციები და დაასტაბილურა გაცვლითი კურსი
19 ივნისი, 2020, 19:24
ADB: სებ-მა შეამსუბუქა რეგულაციები და დაასტაბილურა გაცვლითი კურსი

თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენელობის დირექტორი საქართველოში ეროვნული ბანკის სამიქნობას პანდემიის პერიოდში წარმატებულად აფასებს.

"ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეამსუბუქა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს", - წერს შეინ როზენტალი.

ADB-ის წარმომადგენელი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში საუბრობს საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობაზე და აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებს ის სრულად მომზადებული შეხვდა.
"ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს საშუალება მისცა, უკეთესად გამოიყენონ კაპიტალის ბუფერები საკრედიტო ოპერაციებისა და ზარალის შესარბილებლად. ლიკვიდობის მისაწოდებლად, ასევე, გამოიყენება სხვა ინსტრუმენტები, რაც საპროცენტო განაკვეთების ზრდის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. შედეგად, რეალურ ეკონომიკაში კრიტიკული რესურსების უწყვეტი მოძრაობაა", - აღნიშნა შეინ როზენტალიმ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები