ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პანდემია ფრუტილიას გაყიდვებს ვერ აფერხებს
მარიამ არჯევანიშვილი
17 ივნისი, 2020, 15:28
პანდემია ფრუტილიას გაყიდვებს  ვერ აფერხებს
თბილისი (GBC) - covid 19 „ფრუტილიას" საექსპორტო გაყიდვებს არ შეამცირებს. აგროპროდუქტის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიამ უსაფრთხოების დაცვის დამატებითი პროცედურების გამო განბაჟების პროცედურა გაახანგრძლივა, 7,8 სთ ესაწიროება.

ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, "ფრუტილია" ქართული ატამს რუსეთში, ყაზახეთსა და ბელარუსის ბაზრეებზე გაიტანს. მეზობელ აზერბაიჯანში გადაზიდვები, მაღალი საბაჟო ტარიფის გამო წლებია შეწყვეტილი აქვს.

ატმის სეზონი 1 კვირაში დაიწყება. ამ დროისთვის 1კგ ატამი 1-1.5 ლარი ღირს და ბეჟიტაშვილი ფასის ზრდას ელის. კომპანიას სამაცივრე მეურნეობები ჯერ არ დაუქირავებია. მეურნეობისთვის კონკრეტულ ადგილმდებარეობას ექსპორტიორ ქვეყანასთან საბოლოო შეთანხმების შემდეგ შეარჩევს.

წელს, ხილის წარმოებაში 20 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული, რომელთა ნაწილმა ახალი ე.წ. „შოკური გაყინვის“ მეთოდი დანერგა, რაც ხილის 5-6 თვით შენახვის საშუალებას იძლევა. წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის ოდენობა 35 ათასი ტონაა.

"ფრუტილია" ამ დროისთვის მოცვის ექსპორტით არის დაკავებული. ატმის შემდეგ შინდის და ქლიავის ექსპორტს გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები