ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გურჯაანში წელს 35 000ტ ატამი მოიკრიფება
17 ივნისი, 2020, 12:43

თბილისი (GBC) - გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სოფლის მეუნრეობის მინისტრის მოადგილემ და გურჯანის მერმა ჩუმლაყის ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი დაათვალიერეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხილის სადისტრიბუციო ბაზარში სპეციალური წესები მოქმედებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები კი, თერმოსკრინინგს გადიან.
სოლომონ პავლიაშვილი და არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ხუთ სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, მათ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს და მოსავლის დაბინავების მზადყოფნის შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ხილის წარმოებაში ჩაერთვება 20 სამაცივრე მეურნეობა, რომელთა ნაწილმა ახალი ე.წ. „შოკური გაყინვის“ მეთოდი დანერგა. რაც ხილის 5-6 თვით შენახვის საშუალებას იძლევა.

წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის ოდენობა 35 ათასი ტონაა. მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო შტაბი გურჯაანში ფუნქციონირებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები