ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
BAG სამუშაო ადგილების და ხელფასების შემცირებას ელის
17 ივნისი, 2020, 12:11
BAG სამუშაო ადგილების და ხელფასების შემცირებას ელის
თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ზოგიერთ ცვლილებას ეკონომიკისა და შრომის ბაზრის განვითარების მორიგ საფრთხედ აფასებს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება და შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოვება, გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას. ამასთან, ბიზნეს ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებათა პაკეტის ინიციატორებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის დეკემბერში მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მსგავსი ტიპის ინციატივებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულებას ითვალისწინებს.


“აუცილებლად მიგვაჩნია, თანამედროვე ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მოხდეს კანონის მიღებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების მიუკერძოებელი და მეთოდოლოგიურად გამართული წინასწარი შეფასება და საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მხოლოდ აღნიშნული შეფასების გაცნობის შედეგად განხილვა.

აქვე უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის ერთგული, ვუჭერდით და დღესაც ვუჭერთ მხარს ისეთი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორიცაა მაგალითად დისკრიმინაციისა თუ იძულებითი შრომის პრევენცია, საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, დედებისა და ქალების შრომითი უფლებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმების დახვეწა თუ სხვა.

ჩვენ კარგად გვესმის ისიც, რომ ქვეყანაში დღემდე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი თუ სხვა, უკვე არსებული შრომითი სტანდარტების დაცულობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზადოფნას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და დავხვეწოთ დღეს არსებული მექანიზმები, რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა”, - მიიჩნევენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები