ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქნახშირში სამუშაო პროცესი 17 ივნისიდან აღდგება
17 ივნისი, 2020, 11:27
საქნახშირში სამუშაო პროცესი 17 ივნისიდან აღდგება

თბილისი (GBC) -16 ივნისს, კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. თავდაპირველად, მეშახტეები ტყიბულის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. მოგვიანებით ისინი „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ  17 ივნისიდან მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში სამუშაო პროცესები განახლდება. 

შახტის განვითარება ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში შექმნილი გეგმის მიხედვით წარიმართება, რომლის ძირითად მიმართულებებს ინფრასტრუქტურის შეცვლა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ანაზღაურების ახალ, ბონუსურ სისტემაზე გადასვლა წარმოადგენს. სწორედ ამ საკითხების განხილვა მოხდა მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. გარდა ამისა, აგვისტოში იგეგმება „საქნახშირის,“ კომპანიის თანამშრომლებისა და პროფკავშირების გაერთიანების სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულების უფლება-მოვალეობები და მათ შესრულებას პროფკავშირი გააკონტროლებს.  

„ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადასვლა ჯერ კიდევ ნოებრიდან იყო ჩვენი გეგმის ნაწილი. ეს გახლდათ დაგეგმილი პროექტი და ჩვენ ამ გეგმას მივყვებოდით. სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის გამო ეს პროექტი გარკვეული პერიოდით შეფერხდა. თუმცა, ახლა კვლავ ვაგრძელებთ გეგმის მიხედვით მუშაობას, შახტის განვითარებაზე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას. რაც შეეხება გაცდენილი დღეების ანაზღაურების საკითხს, ჩვენი იურისტები ამ თემაზე მუშაობენ და კომპანიის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“ - განაცხადა საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები