ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერმა საზმაუ შეაქო
16 ივნისი, 2020, 23:41
თბილისი (GBC) - პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივ მაუწყებელს ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის
შეიძლება ვინმეს მაღალფარდოვნად მოეჩვენოს, მაგრამ კრიზისული ეტაპის მართვის, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია აშკარად გამოჩნდა და მინდა, მაუწყებლის თითოეულ ჟურნალისტს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„სხვა შემკვრელი ელემენტი უბრალოდ არ არსებობს, იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მთავრობამ, საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ ერთად გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც ყველამ ერთად შეიძლება გავიმარჯვოთ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გლობალურადაც. ამ პრობლემის აღქმაში, თითოეულ მოქალაქემდე მიტანაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულეს. ცალკეულ რეგიონებში, დახურულ საკარანტინო ზონებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი, ვისაც ჰქონდა მოქმედების სრული თავისუფლება და სამთავრობო გადაწყვეტილებების სწორ კომუნიკაციაში, ახსნაში, მოქალაქემდე მიტანაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა უდიდესი როლი შეასრულეს და მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები