| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები ალტერნატიული ფართებით ოთხშაბათიდან უნდა დააკმაყოფილონ და წლის ბოლომდე ყველა საგადასახადო ვალდებულება გადაუვადონ, მათ შორის საბანკო სესხის პროცენტიც.
15 ივნისს 22 სთ- ზე შუა მთის ქუჩაზე 10 000 მ² ბაზრობის 4 000მ² -ს , ერთ-ერთ სასაწყობე ჯიხურში აალებადი ნივთირებით გაჩენილი; ხანძარი მოედო. სახანძრო სამაშველო ოპერაცია 22.22 სთ ზე დაიწყო. საჭირო გახდა დამატებითი ბრიგადების გამოძახება წყნეთიდან და რუსთავიდან. მიმდებარე კორპუსი და ბენზინგასამართი სადგური გადარჩა. ცეცხლი 00.23 სთ ზე ლოკალიზებული იყო და დილამდე კერებს აქრობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. ითვლიან ზარალს, ტერიტორიის მფლობელი "ვარკეთილი 96" მე-3 პირის სავალდებულო დაზღვევის "ირაოს" პაკეტით სარგებლობს . არიან მეიჯარეებიც, რომელთა ქონებას შესაძლოა სხვა კომპანია აზღვევდეს. ამ დროისთვის უცნობია დაზარალებულთა დახმარების პაკეტში მოაზრება თუ არა სადაზღვევო კომპანიის სუბსიდირება.
სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ BMG-ის ეთერში "ირაოსთან" კომუნიკაციაზე განაცხადა, ანაზღაურების ნაწილში, რომ დადგინდეს საკომპენსაციო თანხის მოცულობა. მოვაჭრეები აცხადებენ რომ 1 თვიან მოკვლევას ვერ დაელოდებიან, რადგან გაჩერებით საარსებო წყაროს კარგავენ. სასესხო ვალდებულებები გასასტუმრებელია, რომელსაც გადაუვადებენ, თუმცა გადავადების შემდეგ მათი გადასახდელია.
სადაზღვევოს პირობით ზარალის დასადგენად მეიჯარეებისგან ინფორმაციის მისაწოდებლად 60 დღიანი ვადაა, ასანაზღაურებლად კი 30 დღე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss