ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2020 კორექტირებულ ბიუჯეტს TI საქართველო აანალიზებს
16 ივნისი, 2020, 13:29
თბილისი (GBC) - ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიზი.

• 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, რაც ჩვენი შეფასებით ოპტიმისტური მოლოდინია;
• მოქმედ ბიუჯეტში 547 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდა. მთავრობას მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო
• ბიუჯეტის ნაწილი ხდება StopCoV ფონდში მობილიზებული 133.5 მლნ ლარი, რაც, სწორი გადაწყვეტილებაა
• ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლები 1.5 მლრდ ლარით მცირდება, რაც ეკონომიკის შემცირებით და საგადასახადო შეღავათების დაწესებით არის განპირობებული
• მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წლის ბოლოს ვალი 27.6 მლრდ ლარს, პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% მიაღწევს
• სოციალური მიმართულებით ჯამში 5.3 მლრდ ლარი დაიხარჯება
• ყველაზე მეტად ხარჯები უმცირდებათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (251 მლნ ლარით), განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (128 მლნ ლარით) და თავდაცვის სამინისტროს (75 მლნ ლარით)
• სამი სამინისტროს ხარჯები კი ჯამში 1.7 მლრდ ლარით იზრდება. ესენია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (1,152 მლნ ლარით), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (458 მლნ ლარით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (128 მლნ ლარით)
• იპოთეკური სესხების დაფინანსების ანტიკრიზისული პროგრამა კითხვებს აჩენს - როდესაც უმუშევრად დარჩენილების ნაწილმა საერთოდ ვერ მიიღო თანხა, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით, რატომ ვუფინანსებთ საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას სახლების ყიდვას?
• მთავრობამ უარი უნდა თქვას ბანკების ბიუჯეტიდან სუბსიდირებაზე, რითაც ფაქტობრივად ეროვნული ბანკის ფუქციას ითავსებს. შედეგად მას 600 მლნ ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება მოუწევს

სხვა საინტერესო დეტალები იხილეთ ვრცლად https://transparency.ge/ge/blog/2020-clis-antikrizisuli-biujetis-proektis-analizi
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები