ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
კაკაურიძე დეველოპერი არ არის
15 ივნისი, 2020, 12:30

თბილისი (GBC) - სამწუხაროდ მე არ მაქვს, რომ მივმართო სუბსიდირება", - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ანტიკრიზისული ბიუჯეტის ხარჯვაზე და პანდემიის კრიზისის საპრევენციო პროექტების მიმდინარეობაზე უპასუხა, მათ შორის იპოთეკური სესხის 4%-ით 5 წლიანი სუბსიდირების პროგრამაზე, მთავრობის 20% გარანტიით, რაზეც ბანკების ინფორმაციით საბოლოო ინსტრუქცია არ მიუღიათ და შესაბამისად სასესხო განაცხადებს თვის ბოლომდე ვერ განიხილავენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საყოველთაობის ნიშნით პროგრამის უნიკალურობაზე განაცხადა. აღნიშნა, რომ კომპანიის არჩავანში მსესხებელი ფიზიკური პირი თავისუფალია.
სისტემური ბანკების ინფორმაციით, $40 000 -ის ლარში ექვივალენტით აღების მსურველს, თვეში ₾ 2.800 -ის შემოსავალი და 15% თანამონაწილეობა მოეთხოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეცშეთავაზებით მხოლოდ, ნებისმიერი ₾3 000 შემოსავლიანი ისარგებლებს.
თუ შეთავაზება ამ თვის ბოლომდე შეიკრა 6 თვის ვადით იმოქმედებს. თანასუბსიდირების ბიუჯეტი 70 მლნ ლარია. ₾150 მლნ კი დევნილთა ბინების შესაძენად არის გათვალისწინებული.
რატომ აღმოჩნდა, ბიუჯეტში მმართველი პარტიის მმართველის შეწირული cov ფონდის100 მლნ, თუ არის, რატომ არ იხარჯება, რატომ მიდის დონორების 5 მლრდ-ის ძირითადი ნაწილი მხოლოდ ბანკებში, საკრედიტო რესურსისთვის და რატომ არის შენელებული დასაქმებულთა და თვითდასაქმებუილთა 6X200 და 300 ლარის კომპენსსაციების დარიგება?.
კაკურიძემ უპასუხა, რომ გეგმაზომიერად რიგდება. რომან გოცირიძე დაამშვიდა, რომ არჩევნებამდე 1 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი შენაწირ 100 მლნ-ს ვერ გაიტანს და ვერც ვერავინ. ოპოზიციის ეკონომისტმა დეპუტატმა კაკურიძეს წინა არჩევნები გაუხსენა, პარტიის დამფუძნებლის 80 მლნ-იანი კონტრიბუციის უკან გახმობა, რაზეც კაკაურიძემ უპასუხა, რომ მაშინდელი 80 მლნ წლევანდელ 100 მლნ-სგან განსხვავებით ბიუჯეტში არ იყო და მეტი დეტალების გასარკვევად აღსრულების ბიუროს მაშინდელ ხელმძღვანელთან გადაამისამართა.
სალომე სამადაშვილს კი უთხრა, რომ "პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის
„პირადად ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ამ პაკეტის შემუშავებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოსაზრებები ბიუჯეტთან მიმართებაში, რაც თქვენ წარმოადგინეთ ეს არის, დაახლოებით, 5,5 მილიარდი ლარის საკითხი
ნამდვილად არ მესმის მსხვილ ბიზნესს, ისეთებს როგორიცაა მაგალითად ჰესები, რკინიგზა, ვინც ქონების გადასახადის ძირითადი კონტრიბუტორია, რას მისცემდა ქონების გადასახადის გაუქმება, ეს საკითხი ეკონომიკურ შინაარსს ნამდვილად მოკლებულია, ამიტომ ბიუჯეტში, რაც გამომაქვს დახმარების პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის ჩვენი მშპ-ს 6%-მდეა. ამაზე მეტის აწევის საშუალება დღეს მაკროეკონომიკურად საქართველოს არ ჰქონდა და კიდევ ვიმეორებ თქვენ კითხვას რომელი პაკეტი იქნებოდა ჩემთვის უფრო კომფორტული გასატანად, გპასუხობთ ასეთი პაკეტი ვინმემ რომ მომცეს გასატანად, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან და იმ თანამდებობას, რასაც ვიკავებ დავტოვებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის გატანა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss