| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC0 - ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter იწყებს, რომლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა.
ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია.
ამ ეტაპზე EASY Charter“~-ის საკუთრებაში ერთი ერთეული Airbus
A300B4-203 საჰაერო ხომალდია. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილი საქართველოა და ქართული საფრენოსნო პერსონალით არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანია განახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ავიაგადაზიდვებს.
„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა. სამედიცინო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ კარგო გადაზიდვებს.აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად არის ჩართული ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky”“, - აცხადებენ სააგენტოში
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss