ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვერეს წყალდიდობიდან მე-5 წელს მზიური გაიხსნა
13 ივნისი, 2020, 13:44
ვერეს წყალდიდობიდან მე-5 წელს მზიური გაიხსნა
თბილისი (GBC) - იმ ტრაგედიიდან ჩვენი ერთიანობა მახსოვს როგორ დავირაზმეთ დიდი და პატარა“ ,

„სიჩუმეში წყლით ივსებოდა ეზოები და სახლები, ბღავილით მიექანებოდა მდინარე, ჩახერგა მიწით, ღორღით, უზარმაზარი ხეები მოჰქონდა, 2-სართულიანი სახლები გადაფარა. მდინარის კალაპოტი აიწია საბურთალოს სასაფლაომდე. ვერ ვხედავდი, მაგრამ მესმოდა ხმები, გადაძახილი, ჯოჯოხეთი იყო"- იხსენებს ზურა (სვანიძის ქუჩიდან).

„ნიაღვრები, სიბნელე, ქაოსი, შიში, ვიყავი უბედური,უსუსური, რადგან არაფრის გაკეთება, არაფრის შეცვლა არ შემეძლო“, - ისხენებს კორპუსში მცხოვრები თბილისელი, რომელმაც სტიქიას გაასწრო, შინ მივიდა, მაგრამ სხვებს ვერაფრით დაეხმარა.

ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობები როგორ მოეწყო. როგორ ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებულები, თბილისის დიდი წყალდიდობიდან მე-5 წელს. რა სამუშაოები ტარდება რა დარჩა გასაკეთებლი. GBC ირშაბათს გაცნობებთ.

ხეობის ინფრასტრუქტურის მთლიანი მოშლა ღვარვოფმა განაპრობა, რაც 12 ივნისს ღამით (23:30 სთ) დაწყებულ კოკისპირულ წვიმას მოჰყვა. უხვმა ნალექმა მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბასთან კლდე-ზვავური ტიპის მეწყრული პროცესები განაპირობა. მიწის დიდის მასივის მოწყვეტამ ღვარცოფული ნაკადი წარმოქმნა, რომლის სიჩქარემ 50 კმ/სთ-ს მიაღწია.

წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ზოოპარკის 3 თანამშრომელი გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში აღმოაჩინეს.

ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. სტიქიას შემაღლებულზე მდგარი ვოლიერების ბინადრები გადაურჩნენ, მათ შორის სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და ფრინველები.

სტიქიისას ნადირთა ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის ჰიპოპოტამმა, რომელიც დააბრუნეს. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაციაზე წასულიყო, რადგან არსებობდა საფრთხე ნადირის ავტომაგისტრალზე გადასვლის, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი ირეოდა. წყალდიდობამ გაანადგურდა კერძო და სახელმწიფო ქონება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები