ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სავალუტო ჯიხური ისევ მოლოდინის რეჟიმშია
12 ივნისი, 2020, 21:19
სავალუტო ჯიხური ისევ მოლოდინის რეჟიმშია
თბილისი (GBC) - ვადაზე ადრე გახსნილ სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, 8 ივნისიდან საქმიანობანებადართული სავალუტო ჯიხურების სრულყოფილად ვერ საქმიანობენ.

თბილისში ვალუტის გადამცვლელ საბურთალოს რამდენიმე პუნქტში გვითხრეს, რომ 20 მ² გაუგრილებელ უჰაერო სივრცეში საქმიანობა თითქმის შეუძლებელია. შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა ქუჩაში გამავალი სარკმლის მქონე პუნქტში, რომელსაც ჟანგბადი მაინც მიეწოდება და ზაფხულის სიცხის ატანა ვისაც არ უჭირს, მუშაობა ნაკლებად გაუსაძლისია.

მომსახურების სერვისი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის ზონად მიიჩნევა და შესაბამისად ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი ღირსებულ სამუშაო პირობებს საქმიანობის ეფექტურობისთვის ითხოვს და არა დასაქმებულის კომფორტისთვის.

სამუშაო სივრცეში ვალუტის 1 გადამცვლელია და კონდიციონერის ჩართვა ჯერჯერობით ეკრძალება, რაც ბიზნეს სუბიექტს 50 ლარის ეკონომიკას აძლევს. cov უსაფრთხოების ეკიპირების თვიური ხარჯი კი 300 ლარით აქვს გაზრდილი.

დეზობარიერი ₾70, მისი დამნამავი 200 გ სითხე (ფოტო) ₾60, პირბადე 4X1.30 ₾ = 5 ლარზე მეტი უჯდება თუ ერთჯერადს აირჩევს, რაც მისი არჩევანია და ვერავინ განუსაზღვრავს პირბადის შრეების რაიდენობას და ვერ დაავალდებულებს ამ თუ იმ კომპანიის წარმოებული შეიძინოს.

ლ.მ-ს ინფორმაციით, ის ორშაბათისთვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ერთიან გაიდლაინს ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების წესები უფრო გამკაცრდება.

პრემიერის საკოორდინაცია საბჭოს ჯერ არ განუცხადებია ვალუტის გადამცვლელებს ახლადგახსნილ ქართულ საწარმოში შეკერილ პირბადეს აჩუქებენ თუ იაფად მიჰყიდიან, თუნდაც 50 თეთრად, დოლბანდის პირველი ქართული ნიღაბი რაც ღირდა.

ამ დროისთვის ბაზარზე 853 ჯიხურია ( სებ-ის 25.05.20-ის სტატისტიკით)



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები