ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა შეიძლება გამოიწვიოს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში
13 ივნისი, 2020, 11:57
რა შეიძლება გამოიწვიოს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში

თბილისი (GBC) - რა საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებამ ქართველი ინტერნეტ მომხმარებელი?

კომუნიკაციების კომისია კომპანიაკავკასუს ონლაინისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს.

საქმე ეხება კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის წილის გასხვისებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, GNCC-შიკავკასუს ონლაინის" შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობდა, რაც კომპანიაში მესაკუთრეთა ცვლილების კომისიისთვის შეუტყობინებლობას უკავშირდებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რათა მესაკუთრეთა რიგებში ასეთი ცვლილება განხორციელებულიყო.

საბოლოოდ, 2020 წლის 12 მარტს GNCC-იმკავკასუს ონლაინის" 270,000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრეთა ცვლილებამდე, „კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. ამჟამად კი მისი წილი 51%- შეადგენს.

კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი მთავარი არხია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და კავკასუს ონლაინის ხელმძღვანელობას ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა კომუნიკაციების კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.

აქვე მოგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიას 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდაკავკასუს ონლაინსწილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. რამდენიმე წლის წინკავკასუს ონლაინმა" საკუთარი საცალო ქსელისმაგთიზე" რეალიზება მოახდინა, თუმცა ის ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე კვლავ წამყვან მოთამაშედ რჩება.

რა შეიძლება გამოიწვიოსკავკასუს ონლაინისთვისავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ არაკეთილსაიმედოა. თუკი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერაკავკასუს ონლაინსდარკინიგზის ტელეკომს”, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედკავკასუსიაწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები