ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავრჩეთ აქ, აქ ვიშრომოთ, ურჩია პრემიერმა ემიგრანტებს
12 ივნისი, 2020, 20:43
დავრჩეთ აქ, აქ ვიშრომოთ, ურჩია პრემიერმა ემიგრანტებს

თბილისი (GBC) - ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის. ძალიან კარგად მესმის ეს, ციფრებში გაზომილი და ეკონომიკაზე რა ზემოქმედება აქვს, ამის ახსნა მე არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ის ცოდნა და კომპეტენცია, რომელიც არის მიღებული იქ და ამის საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის. მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ ჯანმრთელობა და გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ და რა გამოცდილებაც მივიღეთ იქ. ეს არის ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა, ყურადღება და უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერი არ არის. თუ გვინდა, რომ განვითარდეს ეკონომიკა, უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ რისკები პანდემიის, ვირუსის გავრცელების. ეს არის თოთოეული ჩვენთაგანის, თითოეული საქართველოს მოქალაქის და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს“, -

პრემიერმა საქართველოში დაბრუნებულ ქართველებს განუცხადა, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს
გახარიამ აღნიშნა, ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყველას ბრძოლა ისევე როგორც, ყველა მიღწევა ამ მიმართულებით.
„მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ბრძოლა დასრულებულია, ან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მარტივია - რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი. შეუძლებელია ცალე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. ამიტომ, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით - როგორ დაგვემართა. ამიტომ, უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც, თუ რამეს მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად და ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის გვჭირდება პირველ რიგში კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემია და გვქონდეს მარტივი ფორმულა - სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, სად ვართ და რით ვართ დაკავებულები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები