ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ზიმბაბვე თუ სინგაპური, გვენეტაძე საქართველოს ირჩევს
12 ივნისი, 2020, 20:01
ზიმბაბვე თუ სინგაპური, გვენეტაძე საქართველოს ირჩევს
თბილისი (GBC) - ვალუტების მერყეობით ეკონომიკის გაზრდილი რისკები და გაზრდილრისკიანი ეკონომიკით შელახული საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, - სებ-ის პრეზიდენტი მულტისავალუტო რეჟიმის მომხრეებს პასუხობს.

გარკვეულ ექსპერტულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ სავალუტო ბაზრის გახსნა ინვესტორს საქართველოში მეტ ინვესტიციას ჩაადებინებს, მონეტარული პოლიტიკის საჭიროებას მოხსნის და ალბათ ცენტრალური ბანკიც საჭირო აღარ იქნება .

"მულტისავალუტო რეჟიმი, მისი ზედაპირული მიმზიდველობის მიღმა, არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას, რაც, ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დეფიციტით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, მულტისავალუტო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ვალუტების მერყეობა ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკაში რისკებს, დასაქმებას და შემოსავლების ზრდას უფრო მერყევს გახდის, რითაც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს", - სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მთავარი მახასიათებელი გრძელვადიანობაა. ამ დროს ინვესტორითვის კურსის მოკლევადიანი რყევის რისკზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის რისკებია

" ამდენად, თუნდაც მხოლოდ უცხოელი ინვესტორის თვალთახედვითაც რომ შევხედოთ, ეკონომიკური მერყეობის რისკების ზრდა, ბუნებრივია, მიმზიდველი ვერ იქნება", - სებ-ის პრეზიდენტი ტრანზაქციული ხარჯების (წარმოიდგინეთ, რამდენად ხშირი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მარტივი ტრანზაქცია დაკავშირებული იქნება ვალუტების გადაცვლასთან, რადგან ტრანზაქციის მონაწილეები სხვადასხვა ვალუტით ოპერირებენ) ზრდის რისკზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც მულტისავალუტო რეჟიმს ახასიათებს.

ამ დროს ფული კარგავს მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - აღრიცხვის საშუალებას, ვინაიდან საჭირო გახდება ყველა ფასის ყველა ვალუტაში მითითება

"ფულს აქვს ძალზედ ძლიერი ქსელური ეფექტები (network externalities): ეკონომიკური აგენტები იყენებენ იმ ვალუტას, რომელსაც სხვებიც იყენებენ - არცერთი რაციონალური ეკონომიკური აგენტი არ დაადგენს მისი პროდუქტის ფასს ან ხელფასს ისეთ ვალუტაში (თუნდაც უცხოურში), რომელსაც ყველა დანარჩენი არ იყენებს.

შესაბამისად, თუ დავუშვებთ მულტისავალუტო რეჟიმს (საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანზაქციული დანახარჯების შემდეგ), ქვეყანაში ისევ ჩამოყალიბდება სიტუაცია, სადაც 1 ვალუტა ძირითადია და 2-3 - დამხმარე. ძირითად ვალუტად, როგორც წესი ქვეყანაში ყალიბდება ის, რომელშიც მთავრობა გადასახადებს აგროვებს, ანუ ლარი. და დავუბრუნდებით დღევანდელობას, ოღონდ ძვირი და არასაჭირო ექსპერიმენტის ხარჯზე.

ჩამოთვლილი პრობლემების გამო, მულტისავალუტო რეჟიმები იშვიათია. იშვიათ გამონაკლისია მაგ,ზიმბაბვე, სადაც ეს რეჟიმი შარშან ივნისში გაუქმებულა", ზიმბაბვეს ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვით სებ-ის პრეზიდენტმა თავი არ შეგვაწყინა.

სინგაპური არ მიმოიხილა, რომლიც მაგალითიც ექსპერტმა მოიხმო და თავადვე უპასუხა, რომ მულტისავალუტო რეჟიმის მიუხედავად იქ ადგილობრივი ვალუტაა პოპულარული, თუ სწორად ახსოვს ტრანზაქციების >90%-ზე სინგაპურულ დოლარშია. იქ მონეტარული პოლიტიკა გაცვლითი კურსის მენეჯმენტის პრინციპზეა დამყარებული და ამის საშუალებას დადებითი მიმდინარე ანგარიში იძლევა შესაბამისი დიდი რეზერვებით, რაზეც საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ოცნება შეუძლია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები