ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საწვავის მოხმარება მცირდება, იმპორტი არა
12 ივნისი, 2020, 12:12
საწვავის მოხმარება მცირდება, იმპორტი არა
თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 86,0 ათასი ტონა, რაც 17,5 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (68,5 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,2 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398,9 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404,2 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტიურად არ შეცვლილა, რაც განპირობებულია ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე Platts -ის მიხედვით საერთაშორისო ფასის მნიშვნელოვანი კლებით, თუმცა მისი მოხმარება იგივე პერიოდთან მიმართებაში შემცირებულია, Covid-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები