| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4 Finance - ყოფილი ონლაინ სესხების გამცემი Vivus ბაზარს ტოვებს.
ეროვნულმა ბანკმა კომპანიის ლიკვიდაციისა და რეგისტრაციის გაუქმების პროცესი უკვე დაიწყო.
ლატვიაში რეგისტრირებული 4 Finance -ის vivus.ge საქართველოში 2013 წლის 4 იანვარს შემოსულია. მაჟორიტარი აქციონერი იყო რუსი მილიარდერი ოლეგ ბოიკო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოწყობილ Vivus-ის პლატფორმით ონლაინ-დაკრედიტების ბაზრის გლობალურ ლიდერს, ბრიტანულ Wonga-საც ეჯიბრებოდა.
კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბაზრიდან გასვლის შემდეგ ქვეყანაში 42 მისო დარჩება. ამჯერად ლიკვიდაციის პროცესში 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირება გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ დაიწყო.
წლის პირველი კვარტალი მიკროსაფინანსო სექტორმა 18.4 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სექტორს 37 მილიონიანი ზარალი უფიქსირდებოდა. სექტორს 1 150 870 524 ლარის სესხები აქვს გაცემული, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ლომბარდებზე მოდის - 0.4 მლრდ ლარი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამური აქტივები წლის პირველი კვარტლის ბოლოს 1 451 026 655 ლარს შეადგენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss