ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლურჯი მოცვი გურიის სავიზიტო ბარათი ხდება
12 ივნისი, 2020, 11:17
ლურჯი მოცვი გურიის სავიზიტო ბარათი ხდება

თბილისი (GC) - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში კომპანია „ბლუბერის" ლურჯი მოცვის პლანტაცია 16 ჰექტარზე აქვს გაშენებულო.

კომპანია „დანერგე მომავალი”, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამების ბენეფიციარია.  

კომპანიამ ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო, აქედან, 96 600 ლარი ნერგებისთვის, რომელიც საფრანგეთიდან არის შემოტანილი, 3380 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.  წელს, საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 80 ტონაა. მოცვის კრეფის სეზონზე 150 -მდე ადგილობრივია დასაქმებული.

1კგ მოცვის ფასი 13-15 ლარია, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა.

"მნიშვნელოვანი სტიმულია გააფართოონ ბაღები და მიიღონ მეტი მოგება. კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ, მზარდია. კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გურიის რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას მონაცემებით, ლურჯი მოცვი, ჯამში, 225 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 250 ტონას შეადგენს. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები