ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანტიკრიზისულმა ბიუჯეტმა ბიზნესი გაკოტრებისგან უნდა იხსნას
9 ივნისი, 2020, 22:17
ანტიკრიზისულმა ბიუჯეტმა ბიზნესი გაკოტრებისგან უნდა იხსნას
თბილისი (GBC) - ანტიკრიზიული ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს წლების განმავლობაში", - ფინანსთა მინისტრმა TV იმედზე მომავლი წლიდან მაკროეკონომიკურად და ფისკალურად აწყობილ ბიუჯეტზე დაბრუნების გეგმაზე განაცხადა.

"რა არის ეს ახალი ბიუჯეტი, რით ხასიათდება? ბიუჯეტს ვაწყობდით იმ სულისკვეთებით, რომ კაპიტალური ხარჯები იყო ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი, ამავდროულად, გვქონდა დაბალი დეფიციტი, პრაქტიკულად, არის ისეთი დეფიციტი, რომელიც არ ზრდის ვალს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.

პირიქით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ვალი გვიმცირდება კიდეც. ახლა, ეს ფილოსოფია შემოტრიალდა. ჩვენ თავს უფლება მივეცით, რომ გაგვეზარდა დეფიციტი. დავიწყოთ კაპიტალური ხარჯების შეზღუდვა და ძირითადი ნაწილი წამოვიღოთ სოციალურ და საკომპენსაციო პაკეტებზე, იმიტომ რომ ეს არის კრიზისი, ეს არის ცეცხლის ჩაქრობა და როდესაც გაქვს ეს გამოწვევა, ცდილობ, რომ პირველ რიგში, ჩააქრო ცეცხლი, დაასტაბილურო მდგომარეობა და ამის შემდეგ, ხელახლა დაიწყო ფიქრი განვითარებაზე,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ჰუმანიტარული რისკების დაზღვევა ბიზნესის დაცვა გაკოტრებისგან.

ამის გამო, ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ტრადიციულ ბალანსზე მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს. პირიქით, ამჯერად, მეტი აქცენტი სოციალურ მიმართულებაზე გავაკეთეთ

კიდევ გიმეორებთ, ეს ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი არსებობდეს ქვეყანაში წლების განმავლობაში. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ სტაბილურობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები