| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 4,8%-იან ვარდნას ელის.
მთლიანობაში კი, სამხრეთ
კავკასიის რეგიონში, პანდემიისა და პროდუქციაზე შემცირებული ფასის გამო,
ეკონომიკა 3,1 %- ით შემცირდება, 2021 წელს
კი, ზრდა სავარაუდოდ, 3% იქნება.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო ტურისტული ნაკადის
შემცირებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს ევროპისა და ცენტრალური აზრიის რეგიონში
ყველაზე მეტად იგრძნობენ ალბანეთი, ხორვატია, საქართველო, მონტენეგრო და თურქეთი.
ბანკის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პლანეტა ახლა ჯანდაცვისა და უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის წინაშეა.
ბანკის ექსპერტების პროგნოზით, გლობალურ ეკონომიკას უდიდესი შოკი
ელოდება, რომელიც კაცობრიობას ბოლო 70 წელია, არ ახსოვს. მილიონობით ადამიანი
კი, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.
განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2
პროცენტით შემცირდება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეცესიის დროიდან ყველაზე
ცუდი მაჩვენებელია
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss