ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბიში აგრო კრედიტები 0%-დან გაიცემა
5 ივნისი, 2020, 12:40
ვითიბიში  აგრო კრედიტები 0%-დან გაიცემა

თბილისი (GBC) - შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა. ვითიბი ბანკი, პირველი დღიდან ჩართულია და უკვე 7 წელია აქტიურად თანამშრომლობს  შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამასთან. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში სესხის აღება შესაძლებელია საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად.

შეღავათიანი აგრო კრედიტით საბრუნავი საშუალებებისათვის შესაძლებელია ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება; პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა; შრომითი რესურსების და ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის; ერთწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი საშუალებ(ებ)ის რემონტი

ამასთან ერთდ, შეღავათიანი აგრო კრედიტით ძირითადი საშუალებებისათვის ფინანსდება ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება. პროდუქტი განკუთვნილია გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისათვის, მრავალწლოვანი ნარგავების გაშენებისათვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად და სხვა.

სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, სესხის მოცულობა საბრუნავი საშუალებებისთვის შეადგენს 5000 – 100 000 ლარს, ხოლო ძირითადი საშუალებებისათვის 7 000 – 5 000 000 ლარს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები