ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პანდემიამ პრიორიტეტები შეცვალა - TBC ინდიკატორები
2 ივნისი, 2020, 12:25
პანდემიამ პრიორიტეტები შეცვალა - TBC ინდიკატორები
თბილისი (GBC) - ლოქდაუნში 80%-ით შემცირებული ხარჯები მაისის ბოლოს, ერთბაშად 70%-ით გაიზარდა, -TBC Research-მა მომხმარებლების აპრილი-მაისის ხარჯების ანალიზი წარადგინა. კვლევისთვის უნაღდო ანგარიშწორებაა გამოყენებული.

მთლიანმა ხარჯებმა (საკვებისა და ფარმაცევტული პროდუქციის გამოკლებით) კლება მარტის მე-2 ნახევრიდან დაიწყო და აპრილის მეორე ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია. ამ პერიოდში მომხმარებლების დანახარჯები წლიურად (Y.Y) 60%-ზე მეტად იყო შემცირებული.

ამის საპირისპიროდ, სურსათსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე დანახარჯები მნიშვნელოვანად გაიზარდა. სურსათზე 60-80%-ით (Y.Y) ფარმაცევტულ პროდუქციაზე 40-60%-ით (Y.Y).

ტანსაცმელსა და სხვა აქსესუარებზე მომხმარებელი ხარჯებს მარტის მე-2 ნახევრიდან ამცირებს და აპრილის ბოლოს წლიური ვარდნა 80%-ის ფარგლებში იყო. ხარჯის დანარჩენი ნაწილი ონლაინ შოპინგზე მოდის, რადგან ივნისის დასაწყისამდე საქართველოში მაღაზიები დახურული იყო.

მაისის ბოლოს (18/05-24/05) „გართობაზე“ გაწეული ხარჯების წლიური ვარდა 93% იყო. ნულამდე შემცირდა ფიტნესზე გაწეული ხარჯები.

მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მნიშვნელოვნად შემცირდა სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე გაწეული ხარჯები: 80-100%-ის ფარგლებში (Y.Y) სამშენებლო მასალებსა და ავეჯზე, 40-60%-ით ტექნიკაზე. საგანგებო მდგომარეობისას ტექნიკის შესაძენად მცირე აქტუალობას ინარჩუნებდა ონლაინ შოპინგი.

მაისის მეორე ნახევრიდან სამივე კომპონენტზე მნიშვნელოვანი ზრდაა. სამშენებლო მასალებზე გაწეულმა ხარჯებმა 70%-იანი ზრდა აჩვენა.

მაისის მე-2 ნახევარში დანახარჯები გაზრდილია ავტომობილის შეკეთებაზე. მომხმარებელმა 40-45%-ით მეტი დახარჯა (Y.Y).

საწვავზე, მაისის მეორე ნახევრიდან გაწეული ხარჯები, თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. ყველაზე დიდი ვარდნა აპრილის მეორე ნახევარში იყო - 60%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები