ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
სუფრის ყურძნის წარმოება იზრდება
2 ივნისი, 2020, 10:25

თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, ქვემო ქართლში „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმო გახსნაზე იმყოფებოდა.
"ქვეყანაში უკვე სამაცივრე და გადამმუშავებელი საწარმოების რაოდენობა 200 ერთეულს აჭარბებს. ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს", ხანიშვილმა სუფრის ყურძნის ახალი ბაღის გაშენების მნიშვნელობაზეც განაცხადა რადგან საქართველო არ არის განებივრებული სუფრის ყურძნის წარმოებით.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის. დღეს, საფუძველი ეყრება ჩვენს სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის მორიგ თანამშრომლობას. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ისეთი ეკონომიკური აქტივობების უზრუნველყოფას, რაც ადგილობრივ ფერმერებს შემოსავლების ზრდაში, ხოლო ქვეყნას ეკონომიკური ზრდის წახალისებაში დაეხმარება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, შიდა ქართლის რეგიონი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. USAID მხარს უჭერს აღნიშნულ რეგიონში კერძო სექტორის საქმიანობის განვითარებასა და, შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღდგენას“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
შპს „აგროკომპლექსი“ „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1, 500,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, შპს „აგროკომპლექსის“ თანაინვესტირებით (113 000 აშშ დოლარი) 1 440 მ2 ფართზე აშენდა შენობა და დამონტაჟდა ტენიანობისა და ვენტილაციის მარეგულირებელი სისტემა.
შპს „აგროკომპლექსის“ სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით (74 786 აშშ დოლარი) შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა ათასი ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.
საწარმოში მუდმივად 15 დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე გეგმება.
„დანერგე მომავლის" ფარგლებში 6-მა კომპანიამ სუფრის ყურძნის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის 529.379 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და 3,500,000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss