ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზმა” ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხეების დარგვის აქცია და შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები განახორციელა
1 ივნისი, 2020, 22:27
ჯორჯიან მანგანეზმა” ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხეების დარგვის აქცია და შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები განახორციელა
თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან და მსახიობ მაკა შალიკაშვილთან ერთად ჭიათურასა და ზესტაფონში ხეების დარგვის, ასევე შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები განახორციელეს.
კერძოდ, ღონისძიების მონაწილეებმა ჭიათურაში მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები ოქროსფერი ტუიები დარგეს. აქციას „ჯორჯიან მანგანეზის“ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ეკოლოგიკა 2019“ -ის 2-ე საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ, მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში 29 მოსწავლის სახელობითი ხე დარგეს. გარდა ამისა, კომპანიამ სკოლა-პანსიონს მოსწავლეების მიერ დარგული ხეების მოვლისთვის საჭირო სპეციალური რეკვიზიტები გადასცა.
რაც შეეხება ზესტაფონს, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან და მსახიობ მაკა შალიკაშვილთან ერთად მზრუნველობამოკლებული ბავშვების დღის ცენტრის „ცხოვრების მეგზურის“ ბენეფიციარები მოინახულა. სტუმრებმა 15 მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.
ასევე, ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა სპეციალურად მათთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია წაიკითხა, ხოლო მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა ბავშვებს ცნობილი კლასიკოსების პოეზია გააცნო.
მოზარდებმა „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საჩუქრად სკვერის ბიბლიოთეკა, ხოლო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები მიიღეს.
ღონისძიებას პროექტ „ეკოლოგიკა 2019“-ის ზესატაფონის მე-4 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეებიც შეუერთდნენ.





მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები