ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TI ცქიტიშვილს უტენდერო შესყიდვის რისკებს შეახსენებს
1 ივნისი, 2020, 13:20
TI ცქიტიშვილს უტენდერო შესყიდვის რისკებს შეახსენებს
თბილისი (GBC) - სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარი ტენდერების გარეშე იხარჯება - კორუფციული რისკის შემცველი გამარტივებული შესყიდვით დახარჯულ მილიონებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (TI) წერს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტის გამარტივებული (ე.წ. პირდაპირი) შესყიდვის გზით განხორციელებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე ორჯერ გასცა.

TI-ის შეფასებით, ამარტივებული შესყიდვის მასშტაბი ამცირებს კონკურენციას და ზრდის კორუფციის რისკებს. ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე (სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში).
.
რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის ერთიანი თანხმობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც, ყოველ შესყიდვაზე თანხმობის ინდივიდუალურად გაცემას გულისხმობს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იღებს 10,000-დან 20,000-მდე ლარს. დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

თითოეულ დასახლებაში ინიშნება ან სოფლის კრება ან კეთდება ამომრჩეველთა გამოკითხვა, სადაც მოსახლეობა კენჭს უყრის წინასწარ განსაზღვრულ 14 პუნქტიან საპროექტო სიას (მაგ: სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, გზები, სკოლები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები, სკვერები და სხვა). საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს 5,000-მდე პროექტი ფინანსდება.

პროექტების ნაწილი ხორციელდება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, რადგან გამოყოფილი თანხა ყოველთვის არაა საკმარისი მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტის შესასრულებლად. მუნიციპალიტეტს შეუძლია კონკრეტული პროექტისთვის გამოყოფილ თანხას თანადაფინანსების სახით დაამატოს ამ თანხის მაქსიმუმ 100%.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში ბიუჯეტი ₾40 მლნ იყო, 2012-2016 წლებში – ₾ 50 მლნ და 2019 წელს ₾ 40 მლნ ბიუჯეტით დაბრუნდა.

TI გამარტივებული შესყიდვით ფარული გარიგებების გაზრდილ რისკებზე აღნიშნავს და მოუწოდებს რეგიონული განვითარების & ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებებზე უარი თქვან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები