ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BMatch -ი კლიენტს სავალუტო ჯიხურებსაც წაართმევს
29 მაისი, 2020, 20:35
BMatch -ი კლიენტს  სავალუტო ჯიხურებსაც წაართმევს
თბილისი (GBC)- სებ-მა ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმით აპრილში, ბაზარს $5 მილიონი, ერთი სავალუტო აუქციონით კი $20 მილიონი იაწოდა (03/2020 -$100 მლნ.

ახალი ინსტრუმენტს სებ-ი აპრილიდან იყენებს, ბაზარზე ჭარბი მერყეობის დაბალანსებლად. BMatch -ზე ვაჭრობის პირობები ბლუმბერგის ერთიან სისტემაში მოქმედი სტანდარტული ვაჭრობის წესებისგან განსხვავებულია. მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთსმ ვერ, მხოლოდ ერთმანეთის შეთავაზებას ხედავს. ეროვნული ბანკი ყველას უყურებს.

პლატფორმა ჯერ მხოლოდ ბანკებისთვისაა. 2-3 თვეში ბაზრის სხვა მონაწილეებიც დაემატება და ასევე შესაძლებელი გახდება ბანკის მომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება. ბანკს BMatch-ზე კლიენტის შეთავაზების გატანაც დაევალება, რაც კლიენტისთვის ბანკის კომერციულ კურსზე უფრო მისაღები გაცვლითი კურსით ვაჭრობის შესაძლებლობას შექმნის.

ექსპერტები აღნიშნული მოედნით სავალუტო ჯიხურების შევიწროებას ელიან. რადგან ვალუტის ქუჩის გადამხურდავებლები მსხვილ ტრანზაქციებს დაკარგავენ.

სებ-ის მიმოხილვაში, აპრილის სავალუტო ბაზრის ტრენდზე სავალუტო პუნქტების გაჩერებაც ასახულია. ქსელი ეკონომიკის დაჩქარების გრაფიკში ვერ მოხვდა. საქალაქო ტრანსპორტის ამოქმედის ვადამაც კი გადმოიწია. ჯიხურები კი თავდაპირველი გეგმით გაწერილ 8 ივნისს უნდა გაისხნას.

სავარაუდოდ მაისის სტატისტიკაც სავალუტო ბაზრის პასიურობას აჩვენებს. ივნის-აგვისტოში ცოტა გამოცოცხლდება და ამასობაში საშემოდგომო აქტივობისთვის BMatch პლატფორმაც გაფართოვდება. 800 სავალუტო ჯიხურიდან კი რამდენი დარჩება, ანალიტიკოსებს პროგნოზირება უჭორთ.

სებ-ის თვის მიმოხილვით, აპრილში უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი - $983 მლნ სპოტ გარიგებებზე (99.5%) მოდიოდა (71% იურიდიულ, 23.8% ფიზიკურ პირებზე). მარტთან შედარებით კლებაა $552.8 მლნ -ით (- $311,9 მლნ Y.Y) .

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები