ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა BMatch-ზე $5 მლნ ივაჭრა
29 მაისი, 2020, 20:02
სებ-მა BMatch-ზე $5 მლნ ივაჭრა
თბილისი (GBC)- covid პანდემიამ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა შეამცირა. სებ-ის სტატისტიკით, აპრილში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 85.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბრუნვაზე 125.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია (m.m), წინა წლის აპრილის მონაცემზე კი $10.2 მლნ-ით (Y.Y).

ბოლო 1 თვეში 36.8%-ით დაეცა ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა, თუმცა წინა წელთან შედარებით 13%-იანი ზრდაა.

სულ, ბაზარზე აპრილში $2.146 მლრდ -ია შეძენილი (ყველა არხით და ინსტრუმენტით: სპოტი, სვოპი, ფორვარდები, სებ-ის სავალუტო აუქციონი, არარეზიდენტ ბანკებთან ლარით და სხვა უცხოური ვალუტით ნავაჭრი, ფიზიკური პირებისგან შესყიდული, მონაცემი ასევე მოიცავს სებ-ის აპრილში გაყიდულ $20 მილიონს...) მარტში იყო $2.8 მლრდ და აქედან სებ-ის გაყიდული $100 მლნ

ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-ს $5 მლნ აქვს ნავაჭრი.

ამ დროისთვის ბლუმბერგის მოედანზე სავალუტო წყვილებზე გარიგებებში 16 სუბიექტია ჩართული, მათ შორის ეროვნული, კომერციული ბანკები, მისოები და ასევე 2 არასაფინანსო კომპანია.
სისტემით სარგებლობა არცერთ სუბიექტს ეზღუდება, მათ შორის არც არასაფინანსო კომპანიას, თუ გამჭვირვალობის და ბრუნვის, სისტემის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. თვის საფასური $1 970 -ია.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები