| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ოპოზიციის ხუთაშაბათის შენიშვნებიდან, პრემიერმა მხოლოდ სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგების გაჭიანურებაზე, ჭიაბერაშვილის მიიღო.
გადასახადების შემცირების ოპოზიციის გეგმას, რაც 16 მლრდ იანი ბიუჯეტის 4.2 მლრდ დანაკლისს, დეფიციტის გაზრდას, შემდეგ კი დონორებისგან თანხების მოზიდვის შანსის დაკარგვას ემსახურება, პრემიერმა სურვილების ჩამონათვალი უწოდა. პოლიტიკური ოპონენტების გამოსვლას კი ემოციური და უშინაარსო.
დაგროვებით საპენსიო ფონდში აკუმულირებულ 772 მლნ -ზე განაცხადა რომ ხელშეუხებელია, რადგან მოქალაქის სიბერის სოციალური გარანტია და მას სხვა გარანტია არ გააჩნია, რაც ევროპული საქართველოსთვის (რომელმაც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიიყვანა ) უკიდურესად მიუღებელი აღმოჩნდა.
პრემიერმა კონსერვატიულ ინსტრუმენტებში განთავსებულ, საპენსიო თანხების 14% მომგებიანობაზე განაცხადა, რაც მისი თქმით მაღალი არ არის მაგრამ მისაღებია. როგორც იცით საპენსიოს ფული მხოლოდ ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზეა, კაპიტალის ბაზრის უფრო მოქნილ ინსტრუმენტებში ჯერ ვერ ბანდდება. სებ-სგან გაფართოებულ საინვესტიციო დოკუმენტის ვიზირებას ელოდებიან და დეპოზიტარს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უკვე შერჩეულია (საქართველოს ბანკი). მანამდე, სხვადასხგვა მიზეზის გამო ბანკების ვადიან დეპოზიტებში ინვესტირება ჭიანურდებოდა.
პრემიერმა ოპოზიციას მაკროეკონომიკური გაუნათლებლობა შეამჩნია და მეცადინეობის მარტივი მათემატიკით დაწყება ურჩია. ასევე პოლიტიკური პასუხიმგებლობის აღება შესთავაზა, საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებით, რომლის გარეშე საპენსიო შენატანები ვერ შეჩერდება და ბენეფიციარსაც არ დაუბრუნდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss