| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, - ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება დაამტკიცა.
ლაბორატორია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შიდა ტესტირებების შემდეგ, რეალურ რეჟიმში, გამოსცადონ თავიანთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.
დებულება სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ბაზარზე გამოცდის და სწრაფი დანერგვის ხელშეწყობას, პოტენციური სისტემური რისკების დროულ იდენტიფიცირებას, ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაძლო ცვლილებების საჭიროების გამოკვეთას ისახავს მიზნად.
რეგულირების ლაბორატორიის გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების წარმატებით გავლას. თითოეულ ეტაპზე ტესტირების მარტივად შეწყვეტა უნდა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ინსტრუმენტებში ასახვის საკითხს განიხილავს.
ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ფინანსური ინოვაციების ოფისს. რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დებულება კი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss